მინდა ყველას მივულოცო არჩევნების დასრულება მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მან საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობივ დამკვირვებლებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა ყველას მივულოცო არჩევნების დასრულება მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. მინდა, ყველა მოქალაქეს მადლობა გადავუხადო აქტივობისთვის და სამოქალაქო კულტურისთვის. როგორც ეგზიტპოლის შედეგებმა გვაჩვენა, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს ამ არჩევნებში. შესაბამისად, ჩვენ უნდა დაველოდოთ ცესკო-ს შესაბამის პროცედურებს, დათვლის შედეგებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ