"ევროპული საქართველოს" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, რომელიც "BCG ReaserCh“-მა ჩაატარა, საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეა 37%-ით.
ეგზიტპოლის მიხედვით, მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 34%-ით.
მესამე ადგილს "ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძეა 17%-ით.
მეოთხე ადგილს იკავებს „ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატი შალვა ნათელაშვილი - 5%
ხოლო სხვა კანდიდატებს -7%
შესაბამისი მონაცემები პარტიაში რამდენიმე წუთის წინ წარმოადგინეს.
ცნობისთვის, დავით ბაქრაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა.