„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში მხარს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გირგოლ ვაშაძეს დაუჭერენ.
მან თავის ამომრჩევლებს მოუწოდა მეორე ტურში მხარი გირიგოლ ვაშაძეს დაუჭირონ.
20 საათზე ეგზიტპლის შედეგები გახდა ცნობილი. „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. სალომე ზურაბიშვილი - 52,3 %, გრიგოლ ვაშაძე - 28,1პროცენტი - „ფსიქოპროექტის“ ეგგზოტპოლის შედეგები. „ქართული ოცნების“ დაკვეთით ეგზიტპოლი სოციოლოგიური კვლევების კომპანია „ფსიქო პროექტმა“ ჩაატარა.
edison research-ის კვლევის მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს თანაბარი 40% აქვთ. edison research-მა კვლევა რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩაატარა. სავარაუდო ცდომილება 3%-ია.
დავით ბაქრაძის განცხადებით, ეგზიტპოლების შედეგები ადასტურებს იმას, რომ ოპოზიციას გააჩნია რეალური შანსი გამარჯვების მეორე ტურში.
„ეს იყო ჩვენი ამოცანის მეორე ნაწილი, არ მიგვეცა სალომე ზურაბიშვილისთვის გამარჯვების საშუალება და არსებული კვლევები ადასტურებს რომ ჩვენი ამოცანის ეს ნაწილი შესრულებულია. ამიტომ თითოეულ ჩვენს მხარდამჭერებს უბნებზე, კომისიის წევრებს მინდა მოვუწოდო ბოლომდე იყვნენ უბნებზე. დავითვალოთ და დავიცვათ თითოეული ხმა,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, სწორედ ამ ხმებზეა დამოკიდებული გაიმართება თუ არა მეორე ტური. დავით ბაქრაძის განცხადებით მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებისა ენმ-სთან, მეორე ტურის შემთხვევაში "ევროპული საქართველოს" გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს.
„თუ იქნება მეორე ტური და მეორე ტურში გავა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ჩვენ მას დავუჭერთ მხარს,“-განაცხადა დავით ბაქრაძე