[„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრები] გამიზნული აჟიოტაჟით რევოლუციურ ფონს ქმნიან, თითქოს ჩვენ არჩევნებს ვაყალბებთ,რაც აბსურდია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კახეთის მასშტაბით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„ყველა მოქალაქეს აქვს იმის განცდა და საშუალება, რომ საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს. დღის განმავლობაში იყო პროცედურული დარღვევები, თუმცა ეს არანაირად არ ახდენს გავლენას საბოლო შედეგებზე", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.