ადამიანებს, რომლებიც საზღვარგარეთ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და უნდა იყვნენ სიაში, ეუბნებიან რომ სიაში არ არიან და ხმას ვერ მისცემენ,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ნიქოზიაში დაფიქსირდა ფაქტი, რომ ამომრჩეველმა ხმა ვერ მისცა, რადგან მას უთხრეს, რომ სიაში არ არის, თუმცა ამ ადამიანს გავლილი ჰქონდა ონლაინ რეგისტრაცია და შეტყობინებაც მიიღო, რომ საარჩევნო სიაში იყო.
"საზოგადოებამ უკვე იხილა, რომ საბერძნეთის რამდენიმე უბანზე მოსახლეობას მასიურად არ აქვს შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობის მიღების. ბევრმა ადამიანმა, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს კანონის შესაბამისად გაიარა რეგისტრაცია, დადგა საკონსულო აღრიცხვაზე და შესაბამისად, უნდა ყოფილიყო სიაში, ამის დადასტურება ავტომატურად მიდის ადამიანთან, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია. მასიურად, უცხოეთის უბნებზე ადამიანები ასობით კილომეტრს გადიან, აქვთ შეტყობინება, რომ ისინი არიან სიაში, თუმცა ადგილზე მისულებს მათ არ აძლევენ უფლებას მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და ეუბნებიან რომ
ისინი სიაში არ არიან. ეს არის პირველადი დანაშაული იუსტიციის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დეპარამენტის. ამ ორი უწყებისგან და ცესკოსგან ვითხოთ პასუხს. ეს არ არის შემთხვევითი, უცხოეთში არსებული უბნების მიმართ ცუდი გაგებით "სიფრთხილე" გამოიჩინეს და უბრალოდ ადამიანები „მოტეხეს“ საარჩევნო პროცესიდან, რადგან მათი იმედი არ ჰქონდათ",- განაცხადა უგულავამ.