გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში მცხოვრებმა დათა ვანიშვილმა გაფრთხილების მიუხედავად, არჩევნებში საკუთარი პოზიცია მაინც დააფიქსირა.
მისი თქმით, "ვინც უთხრეს, ის კანდიდატი შემოხაზა".
"ხმის მისაცემად დილით გადმოვიპარე საზღვარზე, ხელი გავიჭერი. სიჩქარეში პირადობის მოწმობა სახლში დამრჩა და უბანზე არ შემიშვეს. უკან დავბრუნდი და ჩემმა მეუღლემ გადმომაწოდა პირადობის მოწმობა და ისევ მივბრუნდი საარჩევნო უბანთან. ვინც მითხრეს, ის კანდიდატი შემოვხაზე. [საოკუპაციო რეჟიმის წამრომადგენლებმა] გამაფრთხილეს, არ დაგინახო რომ გადახვიდეო, მაინც გადავედი, ჩემიანები არიან", - განუცხადა დათა ვანიშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს.