„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, გორში თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან მობილიზებულია „ქართული ოცნების“ აგიტატორები. აგიტატორებმა რამდენიმე უბანზე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერიც გააკრეს.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორმა გადაიღო ტირძნისის 62-ე საარჩევნო უბანზე გაკრული სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი პოსტერები.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორებმა რამდენიმე შენიშვნა შეიტანეს შენიშვნების წიგნში და საარჩევნო კომისიას ხარვეზების გამოსწორებისკენ. მოუწოდეს.
სადემონსტრაციო ოქმები არ იყო ან არასწორად იყო შევსებული ფხვენისის 74- ე უბანზე და ტირძნისის 62-ე უბანზე.
ტირძნისის 92-ე უბანზე ერთის ნაცვლად ორი ბიულეტენი გასცა რეგისტრატორმა და ამომრჩეველმა ორივე ბიულეტენი განათავსა კონვერტში, რის გამოც რეგისტრატორმა ახსნა-განმარტება დაწერა.
დაახლოებით 12 საათისთვის, ხმაური იყო გორის 96-ე საარჩევნო უბანზე.
ხმაური ხმის მისაცემად მისულმა ამომრჩეველმა გამოიწვია, რომელიც სიაში არ აღმოჩნდა. საარჩევნო უბანზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო“, აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.