იმედი მაქვს, რომ საქართველოში სიძულვილის დრო დასრულდა, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელმაც საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
მისი თქმით, ის პატივს სცემს ამომრჩევლის არჩევანს.
"მადლობა ყველას. დღეს მე მივეცი ხმა დამშვიდებულ, დაწყნარებულ, სამართლიან, დემოკრატიულ საქართველოს. იმედი მაქვს, რომ საქართველოში სიძულვილის დრო დასრულდა.
დღეს არის პირველი ტური და საღამოს გავიგებთ შედეგებს. მე პატივს ვცემ ამომრჩევლის გადაწყვეტილებას. მე მათი მოლოდინი მაქვს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.