დღეს ხმა მივეცი საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებდიან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომელმაც საკუთარი არჩევანი საბურთალოს რაიონის N79 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
მისი თქმით, მან ხმა მისცა იმას, რომ სიძულვილის ენა შეიცვალოს კონსტრუქციული ენით
„დღეს ხმა მივეცი საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, საქართველოს გაერთიანებას და გაძლიერებას, ხმა მივეცი იმას, რომ სიძულვილის ენა შეიცვალოს კონსტრუქციული ენით და ყველას ძალისხმევა მიმართული იყოს ქვეყნის გაძლიერებისკენ“, - განაცხადა სერგეენკომ.