ქუთაისში, # 59 ოლქის მე-4 საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა.
საუბნო-საარჩევნო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, რომელსაც წილად ხვდა, რომ გადასატანითი ყუთები ამომრჩევლებთან მიეტანა, პროცესში ჩართვაზე უარი განაცხადა. საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის პრეტენზიას გაუგებარს უწოდებენ.
მომხდარი უკვე დააფიქსირეს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებმა.