28 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევენ. ეს ბოლო არჩევნები იქნება, როდესაც სახელმწიფოს მეთაურს პირდაპირი გზით აირჩევენ. პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან კი კონსტიტუციის ახალი რედაქცია თავისი ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი ცვლილებით – პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით, შევა ძალაში.
2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი სულ 46-მა კანდიდატმა გამოთქვა. თუმცა ცესკო-მ მხოლოდ 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, საიდანაც 19 მათგანი წარდგენილია პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.
- დავით ბაქრაძე - პარლამენტის წევრი (საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი), პარტიის წევრი/თავმჯდომარე - პ/გ "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - საარჩევნო ნომერი - 2;
- ზვიადი ბაღდავაძე - პ/გ "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო" - საარჩევნო ნომერი - 27;
- მიხეილ სალუაშვილი - პ/გ "სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე" - საარჩევნო ნომერი - 28;
- შალვა ნათელაშვილი - "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - საარჩევნო ნომერი - 10;
- ირაკლი გორგაძე - პ/გ "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" - საარჩევნო ნომერი - 23;
- გრიგოლ ვაშაძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"- საარჩევნო ნომერი - 5;
- გიორგი ლილუაშვილი - პ/გ პარტია "საქართველო" - საარჩევნო ნომერი - 17;
- სალომე ზურაბიშვილი - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი - საარჩევნო ნომერი - 48;
- ზვიად მეხატიშვილი - მპგ "საქართველოს ქრისტიან- კონსერვატიული პარტია" - საარჩევნო ნომერი - 13;
- ვახტანგ გაბუნია - პ/გ "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა" - საარჩევნო ნომერი - 4;
- დავით უსუფაშვილი- პ/გ "თავისუფალი დემოკრატები" -საარჩევნო ნომერი - 25;
- ბესარიონ თედიაშვილი - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი - საარჩევნო ნომერი - 49;
- ლევან ჩხეიძე - პ/გ "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" - საარჩევნო ნომერი - 40;
- ზვიად იაშვილი - პ/გ "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" (ედპ) - საარჩევნო ნომერი - 30;
- ზურაბ ჯაფარიძე - "გირჩი" - საარჩევნო ნომერი - საარჩევნო ნომერი - 36;
- აკაკი ასათიანი - "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" - საარჩევნო ნომერი - 18;
- გელა ხუციშვილი - მპგ "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" - საარჩევნო ნომერი - 35;
- კახა კუკავა - პ/გ "თავისუფალი საქართველო" - საარჩევნო ნომერი - 21;
- თამარ ცხორაგაული - პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა"- საარჩევნო ნომერი - 31;
- გიორგი ანდრიაძე - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი - საარჩევნო ნომერი - 51;
- ვლადიმერ ნონიკაშვილი - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი - საარჩევნო ნომერი - 62;
- კახაბერ ჭიჭინაძე - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი - საარჩევნო ნომერი - 58;
- მიხეილ ანთაძე - "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" – საარჩევნო ნომერი -1;
- ოთარ მეუნარგია - "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" – საარჩევნო ნომერი - 22;
- თეიმურაზ შაშიაშვილი - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი - საარჩევნო ნომერი -65;
იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატებიდან რომელიმე ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 1 დეკემბრისა.
28 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. 2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი სულ 46-მა კანდიდატმა გამოთქვა. თუმცა ცესკო-მ მხოლოდ 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, საიდანაც 19 მათგანი წარდგენილია პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საპრეზიდენტო არჩევნებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა.