ოკუპირებული აფხაზეთიდან კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს. ინციდენტი დღეს დილით მოხდა. ჯამბულ ბაძაღუა ენგურის ცენტრალურ ხიდზე ოჯახის წევრებს ელოდებოდა, რომლებიც გალიდან მოემართებოდნენ.
მას გადაცმულმა ოკუპანტებმა ალყა საგუშაგოდან 100 მეტრის მოშორებით შემოარტყეს.
ბოლო ინფორმაციით, მძევალი გალში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ე.წ. სპეცოპერაციის შემდეგ ოკუპანტებს ხიდი ნახევარი საათით ჩაკეტილი ჰქონდათ.