ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა სოფელ ტირძნისიდან გატაცებულ მოზარდებს ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობით წაუყენა.
მოზარდების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე აღძრა და გატაცებულებს ბრალი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექციის 222-ე და 322-ე მუხლებით წაუყენა, რაც შესაბამისად, ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვას და "სახელმწიფო" საზღვრის არალეგალურად გადაკვეთას გულისხმობს.
დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.
აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ "გამოძიებისას" ისიც დაადგინა, რომ ერთ-ერთი მოზარდი ადრე ქურდობაში იყო ეჭვმიტანილი.