წყალტუბოს საბავშვო ბაღებიდან ქუთაისის კლინიკა "მედიქალ სითიში" ინტოქსიკაციის გამო, კიდევ 6 ბავშვი გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია.
მათივე ინფორმაციით, ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი შესაძლოა, როგორც საკვები, ასევე რძის პროდუქტი გამხდარიყო.
მომხდარის მიზეზს სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს. დასკვნის მიღებამდე ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 198-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული საქმე კანონის შესაბამისად გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებას გადაეგზავნება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჰოსპიტალ "მედიქალ სითიში" 20-ზე მეტი ბავშვი შეიყვანეს.