ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები ბათუმის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.