ბარნოვზე, 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შვილის, ლიკა ბაქრაძის განცხადებით, ციხეში მამამისზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ.
"ფაქტები და დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მამაჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ", - აცხადებს ბაქრაძე.