ხანძარია ატენის ხეობაში, ცეცხლის ორი კერა ტყის მასივში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,
დამწვარია 8-ჰა -მდე ფართობი. ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი ტექნიკა.
ხანძრის ეპიცენტრში არსებული რთული რელიეფის გამო ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება ხდება.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ტყის სახანძრო სპეცმანქანები, ასევე ადგილზე რამდენიმე წუთში იქნება 7 ათტონიანი წყალმზიდი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ხანძრის დროულად აღსაკვეთად, ასევე ადგილზე გეგმავს დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზებას.
ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.