იაპონიამ გადაწყვიტა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივოს, – ამის შესახებ დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ განაცხადა.
მისი თქმით, სავიზო რეჟიმის გამარტივება ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მრავალჯერადი ვიზების შემოღება იგეგმება.
ცნობისთვის, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.