იაპონია საქართველოს აღმოსავლეთი-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის 343 მილიონ დოლარს გამოუყოფს, შესაბამისი შეთანხმება დღეს ნოტების გაცვლის გზით, საქართველოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა და ტარო კონომ მოაწერეს ხელი.
სასესხო შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენმა ნორიკო სუზუკიმ.
პროექტის ფარგლებში, რიკოთის მონაკვეთზე 14.7 კილომეტრის საავტომობილო გზა აშენდება.
იაპონიის მთავრობა პროექტს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით დააფინანსებს.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი