ხულოში ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის სწრაფი გავრცელება ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
უწყების ცნობით, დამწვარია 2 საცხოვრებელ სახლში ჯამში 250 კვ.მ. ფართობი. ასევე, დამხმარე ნაგებობები, საერთო ფართი 90 კვ.მ.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.