ხულოში ხანძრის შედეგად დამწვარია ორი საცხოვრებელი სახლი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,ცეცხლის სწრაფი გავრცელება ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
2 საცხოვრებელ სახლში ჯამში 250 კვ.მ. ფართობი დაიწვა. ასევე, დამხმარე ნაგებობები, საერთო ფართი 90 კვ.მ.-ია.
ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ამ მომენტისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.