თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში "ეროვნული ერთობის" ლიდერის გიორგი ჭელიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
პროკურატურურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
ბრალდებულმა პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ მას დაცვის უფლება შეუზღუდეს.
"მას შემდეგ რაც სახლში შემოვიდნენ და დაიწყეს ჩხრეკა, უშედეგოდ ვითხოვდი ადვოკატს და ზარის განხორციელების უფლებას", - განაცხადა გიორგი ჭელიძემ.
მას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას - ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა ედავება, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.