გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში, გუშინ ღამით დაუდგენელმა პირებმა საბავშვო ბაღის შენობა დაარბიეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაცით, სამსახურში მისულ ბაღის აღმზრდელებს დილით ჭიშკარი გატეხილი დახვდათ.
განადგურებულია შენობაში არსებული ძირითადი ინვენტარი, თუმცა წინასწარი დათვალიერებით ირკვევა, რომ დამნაშავეებს არაფერი წაუღიათ.
„დიდი ხანი არ არის, რაც შაშიანის ბაღს worldvision-მა შენობა გაურემონტა და ახალი ინვენტარიც გადასცა. ვის და რატომ დაჭირდა ამის გაკეთება, არ ვიცი და ძალიან მიკვირს”,- განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.