ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში ჯირითის დროს ცხენიდან ტურისტი გადმოვარდა.
მაია გულეურმა დაცემისას თავის მძიმე ტრავმა მიიღო.
როგორც თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელმა, ლადო კახოიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ოპერატიულად იქნა ვერტმფრენი გამოძახებული და მისი გადაყვანა უკვე მოხერხდა სამედიცინო დაწესებულებაში.
„მაია გულეური საქართველოს მოქალაქეა, თუმცა ის დიდი ხანია გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ცხოვრობს და ახლა თუშეთში იმყოფებოდა. შემთხვევა დღეს მოხდა. ცხენიდან გადმოვარდნის შემდეგ მან გონება დაკარგა. ოპერატიულად იქნა ვერტმფრენი გამოძახებული და მისი გადაყვანა უკვე მოხერხდა სამედიცინო დაწესებულებაში“, - განაცხადა კახოიძემ.