აგარასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
მიკროავტობუსის მგზავრების ინფორმაციით, მსუბუქმა ავტომობილმა მიკროავტობუსს გზა გადაუჭრა და მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.