ფოთში, ნინოშვილის უბანში 84 წლის დედაზე ძალადობის ბრალდებით მისი 60 წლის შვილი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარკების ნიადაგზე შვილი დედას ფიზიკურად გაუსწორდა.
დაზარალებულმა დახმარებისთვის მეზობლებს მიმართა და 112-ში დარეკვა სთხოვა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული.
როგორც დაზარალებულმა განაცხადა, შვილი ნასვამ მდგომარეობაში იყო, მას ყავარჯენი წაართვა და ზურგის არეში რამდენჯერმე დაარტყა.
ამ დროისთვის, დაზარალებულის ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირება მოახდინეს და ოჯახში ძალადობის ბრალდებით რ.მ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.