ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალავერდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს ტრავმული დაზიანებები, ლავიწის და მხრის ძვლის მოტეხილობები აქვთ.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.