ხანძრი გაჩნდა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სხვენში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამასხურის ინფორმაციით, დაიწვა 70 კვ.მ სასხვენო გადახურვა და კორპუსის სხვენზე დაშენებული ოთახი - 40 კვ.მ.
ამ მომენტისათვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე მობილიზებული იყო 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.