საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრის.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ის საქართველოს სამსახურში სხვა ფორმით რჩება.
„როგორც პრეზიდენტობის ხუთი წლის განმავლობაში, ასევე მანამდეც და მომავალშიც ჩემი სამსახური იქნება საქართველოს სამსახური. არ ყოფილა მომენტი, რომ მე ელიტას ან ვინმე სხვა ჯგუფს ვემსახურებოდე. ჩემი სამსახური იწყებოდა თქვენგან, საქართველოს მოქალაქეებისგან და გრძელდებოდა საქართველოს მოქალაქეებით. მინდა, სწორედ თქვენ გითხრათ იმის შესახებ, რა მნიშვნელოვან პერსპექტივებს ვხედავ ქვეყნისთვის მომავალში ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად და გაგიზიაროთ ის პოზიცია, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას აღარ ვაპირებ. სხვანაირად, სხვა ფორმით თქვენთან ერთად გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნის სამსახურს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.