მარნეულში, 17 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მან სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ის გამთენიისას, ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან წერილიც დატოვა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.
წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.