2010 წლის ექვს თვეში საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობამ 10 ათას 32 შეადგინამ. 2009 წელს კი მათი რაოდენობა 18 ათას 354 იყო.
საქართველოს უზენასი სასამართლოა ინფორმაციით, ბოლო ათი წლის განმავლობაში მსჯავრდებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა 2007 წელს დაფიქსირდა და 21 ათას 170 ერთეული მსჯავრდებული შეადგინა.
მსჯავრდებულთა მიმართ, სასჯელის ღონისძიებების სტატისტიკა შემდეგი სახისაა; 2010 წლის ექსვ თვეში თავისუფლება არეკვეთა 4 ათას 785 პირს, პირობითი მსჯავრი დაეკისრა 4 ათას 610 პირს, ჯარიმა 619 პირს, გადაედო განაჩენის აღსრულება 3 პირს, სხვა 15 პირს.
2009 წელს მსჯავრდებულთა მიმართ, განხორციელებული სასჯელის ღონისძიებების მიხედვით, თავისუფლება აღეკვეთა 8 ათას 384 პირს, პირობითი მსჯავრი დედო 8 ათას 599 პირს, ჯარიმა დაეკისრა 1324 პირს, განაჩენის აღსრულება გადაედო 4 პირს, ხოლო სხვა სახის სასჯელმა 43 ერთეული შეადგინა.
2007 წელს კი თავისუფლება აღეკვეთა 9 ათას 798 პირს, გამოსაწორებელი სამუშაოები მიესაჯა 7 პირს, პირიობითი მსჯავრი დაედო 9 ათას 585 პირს, ჯარიმა დაეკისრა 828 პირს, გადაედო განაჩენის აღსრულება 7 პირს, ხოლო სასჯელის სხვა ღონისძიებები შეეფარდა 955 პირს.
უნდა აღინიშნოს, რომ სასჯელად გამასწორებელი სამუშაოები ყველაზე მეტჯერ 2005 წელს იქნა გამოყენებული - 182 შემთხვევა, ხოლო 2009 წელს ეს მაჩვენებელი 0 ტოლია.
პირობითი მსჯავრი ყველაზე მეტჯერ გამოყენებული იქნა 2008 წელს - 10 ათას 61 ერთეული, ყველაზე ნაკლებად კი ბოლო 10 წლის მონაცემების მიხედვით - 2001 წელს.
სასჯელად ჯარიმების გამოყენების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 2002 წელს - 2 ათას 394 ყველაზე დაბალი კი 2007 წელს - 828.