თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო“ დედაქალაქის რომელიმე ქუჩისთვის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის.
ინიციატივით ფრაქციის წევრებმა დღეს საკრებულოს თავმჯდომარესა და სახელდების კომისიას პრესკონფერენციაზე მიმართეს.
„ჯონ მაკკეინი საქართველოს თავისუფლების ერთ–ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო, საქართველოსთვის თანადგომის ორგანიზატორი საერთაშორისო მასშტაბით, ჩვენი პოლიტიკური და თავდაცვისუნარიანობის ერთ–ერთი დიდი მხარდამჭერი. ჩვენ ყველას გვახსოვს, ჯონ მაკკეინი იყო ის, რომელმაც დაამკვიდრა აშშ–ში გამოთქმა „დღეს ჩვენ ყველა ქართველები ვართ“. ასე, რომ მიგვაჩნია, ქართველების, თბილისელების ვალიცაა, გვქონდეს ჯონ მაკკეინის სახელობის ქუჩა. გვინდა, ამას ჰქონდეს მრავალპარტიული მხარდაჭერა და ამიტომ მივმართავთ საკრებულოს თავმჯდომარეს, უმრავლესობას, ყველა ოპოზიციურ ფრაქციას, დავსხდეთ და ღირსეულად ჩავატაროთ ეს პროცედურა. თბილისის რომელიმე ქუჩას მიენიჭოს ჯონ მაკკეინის სახელი“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილმა.