ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სექტემბრიდან აქციებს განაახლებს. ამის შესახებ მან "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა.
ამ ეტაპზე, სარალიძე მისი გეგმების შესახებ დეტალურად საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა, აცხადებს, რომ არცერთმა ძალოვანმა უწყებამ დანაპირები არ შეასრულა. ის ამ დრომდე ითხოვს მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეების დაკავებას.