საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „ დელტასა“ და კომპანია „როზენბაუერის“ ერთობლივი პროექტი განხორციელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყება ერთობლივი პროექტის პროტოტიპის სურათები გამოაქვეყნა.
"ეს არის პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანის პროტოტიპი, რომელიც სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ აეწყობა.
მაღალი გამავლობის მულტიფუნქციური მანქანა, მაქსიმალურად მორგებულია ქართულ გეოგრაფიულ ლანდშაფტსა და ურბანულ თავისებურებებს.
სახანძრო მანქანა სამაშველო ფუნქციებითაც იქნება აღჭურვილი.პირველი მანქანები 2018 წელს აეწყობა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქართული სახანძრო მანქანების სერიულ წარმოებას მომავალი წლიდან დაიწყებს.
მთავრობის გეგმით, მომავალი წლების განმავლობაში, არცერთ სახანძრო-სამაშველო შენობაში აღარ უნდა იყოს საბჭოთა წარმოების მანქანა. ეტაპობრივად, სრულად განახლდება ავტოპარკი და პირველ რიგში, ეს პროცესი რეგიონებიდან დაიწყება", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.