ანჯელინა ჯოლის ახალ ფილმში გადაიღებენ, რომელშიც 1992-1995 წლებში ბოსნიის ომი იქნება აღწერილი. ამის შესახებ სარაევოში თავისი მოულოდნელი ვიზიტისას მსახიობმა განაცხადა..
ფილმში მოთხრობილი იქნება შეყვარებულ წყვილზე და მათ ცხოვრებაზე ომის ტრაგიკული მოვლენების გავლენის შესახებ.
ჯერ ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია ფილმის რეჟისორის შესახებ. ცნობილია მხოლოდ, რომ სამსახიობო ანსამბლის უმეტესი ნაწილი ადგილობრივი ძალებით დაკომპლექტდება.
მსახიობის განცხადებით ფილმი აპოლიტიკური მელოდრამა იქნება.
ფილმის გადაღებები შემოდგომაზე დაიწყება.