საქართველოსთან თანაბარუფლებიანი ურთიერთობის განვითარებით რუსეთში უფრო მეტის მიღება შეეძლო, _ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ რუსულ ინტერნეტგამოცემა "ვრემია ნოვოსტეისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ბაქრაძის თქმით, იმ განცხადების უკან, რომ რუსეთი არ აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმას, ემოციები დგას.
მოსკოვში დარწმუნდნენ, რომ ამ აღიარებამ არავითარი შედგი არ მოუტანა, მაგრამ ამის გამჟღავნება ძნელია. უნდა გავიდეს რამდენიმე წელი, რომ ეს ემოციები ჩაცხრეს. შემდეგ მოსკოვში პრაგმატულად შეხედავენ ვითარებას და ჰკითხავენ საკუთარ თავს: რა მივიღეთ ჩვენ?, რა მოვიგეთ? Dდა მიხვდებიან, რომ საქართველოსთან თანაბარუფლებიანი ურთიერთობის განვითარებით შეეძლოთ უფრო მეტის მიღება. მაგალითად, ჩვენ საერთო ინტერესები გაგვაჩნია ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარების სტაბილიზაციის საკითხში", _ განაცხადა ბაქრაძემ.