ახალგორის რაიონის ოსური ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ალექსანდე ბარათაშვილი შესაძლოა, თანამდებობიდან გაათავისუფლონ.
ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელობა ბარათაშვილს ქართულ მხარესთან, კერძოდ, ახალგორის რაიონის ქართულ ადმინისტრაციასთან კონტაქტის გამოა უკმაყოფილო.
მარიონეტული რეჯიმი ორი კვირის წინ მომხდარმა ფაქტმაც გააღიზიანა. მაშინ ახალგორელი მოსწავლეები თბილისში, კულტურულ ღონისძიებაზე დასწრებისთვის ადმინისტრაციულ საზღვარზე არ გამოატარეს, რის გამოც ბარათაშვილს ახსნა-განმარტების მიცემა მოუწია.