თეირანსა და დამასკოში სამხედრო მზადება შეინიშნება. ამის შესახებ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ისრაელის მედია იუწყება. ირანში რევოლუციის დამცველი რაზმები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან, რათა წინ აღუდგნენ აშშ-სა და ისრაელის შესაძლო სამხედრო აგრესიას.
სირიის პრემიერ-მინისტრმა ნაჯი ალ-ოტარმა მინისტრთა კაბინეტის სხდომა ჩაატარა და საბრძოლო მზადყოფნის განკარგულება გასცა.
წყაროების ინფორმაციის მიხედვით, პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი თავს იკავებს თანხმობა განაცხადოს ისრაელთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე, რომელიც, სავარაუდოდ 2 სექტემბერს ვაშინგტონში უნდა გაიმართოს, რადგან იგი ახლო აღმოსავლეთში შესაძლო სამხედრო ოპერაციის დაწყებას ელოდება.
თეირანმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ნებისმიერი თავდასხმა ქვეყნის არმიის მიერ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში პასუხის გარეშე არ დარჩება.
აშშ-ს ექსპერტები ღიად აცხადებენ, რომ ბუშერის ბირთვული რეაქტორს ამუშავებამ შესაძლოს სამხედრო დაპირისპირება გამოიწვიოს.
აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ისრაელში მარტინ ინდიკემ განაცხადა, რომ "ირანის წინააღმდეგ ისრაელზე უფრო, შესაძლოა, აშშ-მ დაიწყოს სამხედრო მოქმედებები".
ცნობილი ამერიკელი დიპლომატის, 1992 წელს აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის ლორენს ეანგლებურგერის განცხადებით, 21 აგვისტოს ბუშერის რეაქტორის ამუშავება არის "სვლა ომისკენ. თუ ირანი მიიღებს ბირთვულ იარაღს ის მის გამოყენებას შეეცდება".
მისი მოსაზრებით, ირანზე დარტყმა იმ დრომდე უნდა მომხდარიყო ვიდრე თეირანი ბურთვული იარაღის მიღებას შეძლებდა.
სამხედრო წყაროების ინფორმაციით, ჯერ კიდევ 14 თვის წინ არსებობდა გეგმა რომლის მიხედვითაც აშშ-ს ევროპელ პარტნიორებთან _ გერმანიასთან დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად შეეძლო ირანზე დარტყმის მიტანა.
2099 წელს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ჩაატარეს ერთობლივი მოდელირებული წვრთნები ირანის ბირთვული სამიზნეების გასანადგურებლად.
უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკული ავიამზიდები "ტრუმანი" და "ჰესსენი" ამჟამად ახლო აღმოსავლეთში იმყოფებიან.
ნიუ-იორკ თაიმსის ინფორმაციით, ვაშინგტონი მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა ისრაელის დარწმუნებას, რომ ირანის სამხედრო საფრთხე გარდაუვალი იყო, მაგრამ მოხერხდა მისი ვადაში გადაწევა.
ისრაელში კი შიშობენ, რომ ირანს უკვე აქვს ბირთული იარაღი და ბუშერას ამოქმედება მისი გარეგნული დადასტურება იქნება. მით უფრო, რომ ბუშერასთან დაკავშირებით გავრცელებულმა მოულოდნელმა ინფორმაციამ მსოფლიო საგონებელში ჩააგდო.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ირანს ბუშერას ამუშავების შემდგ წელიწადში მინიმუმ ერთი ბირთვული ბომბის მიღება შეუძლია. აქვე არც ის ვარაუდი გამოირიცხება, რომ ირანს უკვე გააჩნია ბირთულოი იარაღი.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსების მიერ ბუშერაში აშენებული რეაქტორი და მისი ამოქმედება მნიშვნელოვანი კოზირი ხდება ირანისთვის, სირიისთვის და ჰესბოლასთვის.