გორის რაიონის სოფელ ტირძნისიდან ოსი სეპარატისტების მიერ გატაცებული ბავშვების სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას, თავად მარიონეტული რეჟიმი ავრცელებს.
ოფიციალური თბილისი სეპარატისტებისგან პასუხს სწორედ ხვალისთვის ელოდება. როგორც შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა ლადო ვარძელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდების გათავისუფლებაში საერთაშორისო ორგანიზაციებიცაა ჩართული.
"სეპარატისტების პასუხს ხვალ საღამომდე დაველოდებით, შემდეგ კი სხვაგვარად ვიმოქმედებთ", - აცხადებს ვარძელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ტირძნისის საშუალო სკოლის მოსწავლეები: რომელაშვილი გიორგი (დაბადებული 1995 წელს), საბაძე ალეკო (დაბადებული 1995 წელს), ბუჩუკური ვიქტორი (დაბადებული 1993 წელს) და ხმიადაშვილი ლევანი (დაბადებული 1992 წელს) სეპარატისტებმა 4 ნოემბერს გაიტაცეს.