აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესთავაზა რესტორანის მეპატრონეს, რომელმაც უარი განაცხადა მისი პრეს მდივანის სარა სანდერისსთვის მომსახურებაზე, უმჯობესია უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ რესტორანის ფანჯრისა და კარის სისუფთავეს.
მანამდე სარა სანდერსმა თავის "Twitter"-ზე დაწერა პოსტი, რომ მას უარი უთხრეს ამერიკული ლეკსინგტონის ერთ-ერთ რესტორანში მომსახურებაზე, რადგან ის დონალდ ტრამპთან მუშაობდა.
„რესტორანმა „Red Hen“-მა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს თავის ბინძურ ფარდებს, ფანჯრებს და კარებს, რომლებიც ძალიან საჭიროებენ სისუფთავეს, ვიდრე უარი უთხრან მომსახურებაზე ისეთ კარგ ადამიანს, როგორიც სარა სანდერსია. მე ყოველთვის მქონდა წესი, რომ თუკი რესტორანი ბინძურია გარედან, ის შიგნითაც იგივენაირია“ - წერს ტრამპი „Twitter“-ზე.