ტყიბული-ქუთაისის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მოგვიანებით კი რეანიმობილებით ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.