„ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარება დაეფუძნება ყველა სექტორული მიმართულებით ძირეულ და ინოვაციურ რეფორმებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკას და თითოეული ადამიანის ცხოვრების დონეს“, აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. ეს გულისხმობს მოსახლეობის საყოველთაო ჩართულობას ეკონომიკური განვითარების პროცესში. ჩვენ უნდა დავნერგოთ ისეთი მოდელი, რომელიც ეკონომიკურ ზრდასთან ერთად გაზრდის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას და მნიშვნელოვნად შეამცირებს უმუშევრობასა და სიღარიბეს. მე გუშინ განვაცხადე და დღეს თქვენი ნებართვით დღეს კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: დიახ, ჩვენ გვაქვს კარგი ეკონომიკური ზრდა, თუმცა მას აკლია ინკლუზიურობის კომპონენტი. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ ჩვენ ეკონომიკურ ზრდას დავუახლოვოთ ამავე დროს ინკლუზიური ზრდის კომპონენტები”, აღნიშნა ბახტაძემ.