ოკუპირებული აფხაზეთის განათლებისა და მეცნიერების ე.წ. მინისტრმა, ადგურ კაკობამ ხელი მოაწერა "ბრძანებას", რომელიც ითვალისწინებს შემოიღოს სასწავლო დაწესებულებებში სასკოლო ფორმები. ნათქვამია ე.წ სამინისტროს ოფიციალურ საიტზე.
„გადაწყვეტილება სასწავლო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით მიღებულია სკოლაში დისციპლინის დაცვის მიზნით. ფორმა არ იქნება საერთო ყველა სკოლებისთვის. ყოველი სკოლა ან რაიონი თავად აირჩევს ფორმას, მშობლებთან და სკოლის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით“ - განაცხადა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განათლების მინისტრის ე.წ მოადგილემ მედეა ჩენგელიამ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, "ფორმების შემოღება ხელს შეუწყობს ბავშვების განსხვავებას მათი მშობლების სოციალური სტატუსის მიხედვით“.
ე.წ. მინისტრის ბრძანება ძალაში მომდევნო სასწავლო წლიდან შევა. ხოლო პასუხისმგებლობას მოსწავლეების ფორმს ტარებაზე, კლასის ხელმძრვანელი აიღებს.