ბირთვული შეთანხმება ჩრდილოეთ კორეასთან არ იქნება უფრო „მსუბუქი“ ვიდრე შეთანხმება ირანთან - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
„არ მგონია, რომ ეს შეთანხმება იქნება უფრო „მსუბუქი“ ვიდრე ირანთან. უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენ არ ვაპირებთ გადავიხადოთ 150 მილიარდი დოლარი“ - განაცხადა ტრამპმა "АВС“-სთან ინტერვიუში.
ცნობისთვის, 8 მაისს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის გამოდის ირანის შეთანხმებიდან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც მიღწეულ იქნა იმ „ექვსეულის“ მიერ, რომლის მონაწილე ქვეყნები არიან - აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი.
შეთანხმებას ხელი 2015 წელს მოეწერა. მან ასევე განაცხადა, რომ აღდგებოდა ყველა აქამდე დაბლოკილი სანქციები ირანის წინააღმდეგ, მათ შორის იმ ქვეყნების წინააღმდეგაც, რომლებიც აწარმოებენ ბიზნესს ირანთან.
აღსანიშნავია, რომ 150 მილიონ დოლარში ტრამპს მხედველობაში ჰქონდა ის თანხა, რომელიც აშშ-მ ირანს გადაუხადა შეთანხმების ხელმოწერის ფარგლებში.