ჩრდილოეთ კორეის პროცესს დენუკლეარიზაციის შესახებ შესაძლოა 15-20 წელი დაჭირდეს. მხოლოდ ერთი ბომბის დემონტაჟს შესაძლოა ორი წელი მოანდომონ.
„პრაქტიკულად დენუკლეარიზაციის პროცესი წაიღებს 15-20 წელიწადს. თუკი გავითვალისწინებთ აშშ-ის გამოცდილებას, რომელსაც შეუძლია მოახდინოს თვეში 1-2 ბომბის დემონტაჟი, მაშინ ჩრდილოეთ კორეა ასეთიი პროგრესული არ არის ტექნიკურად“ - იუწყება „CNN“-თან ინტერვიუში ყოვლისმომცველი ბირთვული გამოცდების აკრძალვის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ტარიკ რაუფი.
შეგახსენებთ, რომ ისტორიული შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის 12 ივნისს სინგაპურში ჩატარდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს რიგ შეთანხმებებს, მათ შორის საერთო დოკუმენტსაც.