დღეს, 8 ნოემბერს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად ჟენევაში მიემგზავრება. განაცხადა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრაში მონაწილე ე.წ. სამხრეთ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა მერაბ ჩიგოევმა.
მისივე თქმით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა 19 ნოემბერს გაიმართება.
"ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის 10 ნოემბერს უნდა გაიმართოს. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება", _ აცხადებს ჩიგოევი და დასძენს.