ესპანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გადაწყვიტა, რომ "ესპანეთი ქალებმა უნდა მართონ".
ახალი ხელისუფლების შემადგენლობაში, რომელიც 46 წლის პედრო სანჩესის მიერაა ფორმირებული, სწორედ ქალთა სქესის წარმომადგენლებს შეხვდა 11 მთავარი სამინისტროს პორტფელი.
სხვა საკითხებთან ერთად, ქალებს დაევალათ ისეთი მნიშვნელოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობა, როგორიცაა თავდაცვის და ეკონომიკის სამინისტრო. ქვეყნის ვიცე-პრემიერი ასევე ქალი იქნება. ხოლო, მამაკაცებს ექვსი სამინისტროს მართვა ერგოთ.
მანამდე, აბსოლუტურ ლიდერად ხელისუფლებაში ქალების რაოდენობის მხრივ, მიიჩნეოდა შვედეთი, რომელიც 12 ქალს და 11 კაც მინისტრს ითვლის.