რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის "მთავრობათაშორის" ხელშეკრულების რატიფიცირებას, სამხედრო კურიერისა და საფოსტო კავშირის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შეთანხმება ითვალისწინებს სამხედრო-კორესპონდენციის დაცვის უზრუნველყოფას კურიერული საფოსტო კავშირის სფეროში.
მანამდე, იმის გამო, რომ არ არსებობდა სამხედრო კურიერის სამართლებრივი სტატუსი, შეიარაღებულ პირებს საბაჟოს და საზღვრის დაცვის გავლის დროს ექმნებოდათ სირთულეები, რის გამოც ჩნდებოდა საიდუმლო ინფორმაციაზე შესაძლო უნებართვო წვდომის წინაპირობა.
შეთანხმება საშუალებას მისცემს სამხედრო კურიერს გამოიყენოს სამოქალაქო თვითმფრინავი, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტი. მათი ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად და რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის საზღვრის გადასაკვეთად შეიქმნა სამხედრო კორესპონდენციის მიერ მიწოდების წესი.
სამხედრო კორესპონდენციის მიწოდებისას კურიერს უფლება აქვს თან იქონიოს ტაბელური იარაღი.