ვერც ერთი კანდიდატურა, რომელსაც შეარჩევს "ქართული ოცნება" ვერ ისარგებლებს საზოგადოების ნდობით. ვერანაირი ახალი პროკურორის შერჩევა და დანიშვნა ამ კრიზისს ვერ განმუხტავს. ამის ერთადერთი გზა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალი პროკურორი იქნება მორიგი შოთაძე, რომელიც მოექცევა ივანიშვილის წნეხის ქვეშ და ვერც ერთ გახმაურებულ საქმეზე ვერ დადებს რეალურ შედეგს, შესაბამისად, კითხვები საზოგადოებაში დარჩება.
"ვერც ერთი კანდიდატურა, რომელსაც შეარჩევს ქართული ოცნება მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ვერ ისარგებლებს საზოგადოების ნდობით. ის უბრალოდ იქნება მორიგი შოთაძე, რომელიც მოექცევა ივანიშვილის წნეხის ქვეშ და ვერც ერთ გახმაურებულ საქმეზე ვერ დადებს რეალურ შედეგს, შესაბამისად, კითხვები საზოგადოებაში დარჩება. ჩვენ ვთვლით, რომ პროკურორი უნდა შეირჩეს ფართო საზოგადოებრივი კონსესუსით, ამას მივესალმებით და ვიქნებით ჩართული. ის ვითარება, რომელიც იყო გუშინ და ბოლო პერიოდის განმავლობაში, ნათლად ადასტურებს, რომ ვერანაირი ახალი პროკურორის შერჩევა და დანიშვნა ამ კრიზისს ვერ განმუხტავს. ამის ერთადერთი გზა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.