ჩემი აზრით, სავარაუდოდ პრეზიდენტი მთავრობასთან წავა მოსალაპარაკებლად, რომ როგორმე მივიღოთ ის მოცემულობა, რაც ჭეშმარიტებას შეესაბამება, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მან პრეზიდენტს საქმის დეტალები გაუზიარა.
„უკვე ვთქვი, რომ გამოძიება აღარ იქნება. არ არსებობს გამოძიება, არ არსებობენ მოწმეები, არ არსებობს ნივთმტკიცება, გამოძიება ვეღარ ჩატარდება. პრეზიდენტმა გამოთქვა სოლიდარობა ჩვენ მიმართ. პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ჩემი შვილის მკვლელები ყველა უნდა დაისაჯოს. გავუზიარე ის დეტალები, რაც იყო დამალული. მას რა ბერკეტები აქვს და რას გამოიყენებს, ამას ვერ გეტყვი. ჩემი აზრით, სავარაუდოდ პრეზიდენტი მთავრობასთან წავა მოსალაპარაკებლად, რომ როგორმე მივიღოთ ის მოცემულობა, რაც ჭეშმარიტებას შეესაბამება”, – განაცხდა ზაზა სარალიძემ.